დღეს გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გამომადგება პედაგოგიურ საქმიანობაში. მადლობა ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს გაწეული შრომისთვის.
вторник, 19 мая 2015 г.
четверг, 14 мая 2015 г.
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი მოდულის თემა იყო " ფასილიტაცია ტექნოლოგიებით". მოცემულ
მოდულში განიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე
დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელებთ, თუ როგორ გამოვიყენოთ
ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის
გაუმჯობესებისთვის. დღეს დავასრულეთ პორტფოლიოზე მუშაობა და ავტვირთეთ ნამუშევრები ბლოგზე. ველოდები გამოხმაურებას.
вторник, 12 мая 2015 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელს უწევს მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც, საბოლოო ჯამში, მდიდარი სასწავლო გამოცდილების მიღებას განაპირობებს მოსწავლეებისთვის. მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით..დღევანდელი ტრენინდი საინტერესო და ნაყოფიერი იყო
пятница, 8 мая 2015 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ შეფასების სქემების შექმნაზე. გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
четверг, 7 мая 2015 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად ტექნოლოგიები, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
четверг, 30 апреля 2015 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
დავასრულეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა. განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების მეთოდები. ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე,
вторник, 28 апреля 2015 г.
ტრენინგის მესამე დღე
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, სასწავლო პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერად წარიმართა......
четверг, 23 апреля 2015 г.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღის სამუშაო თემა იყო "პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე". გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონებს და შევქმენით საპრეზენტაციო ჩარჩო.
вторник, 21 апреля 2015 г.
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის- პროექტებით სწავლება მიზნებს და ამოცანებს, შევქმენით ბლოგები.
ტრენინგი შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესოა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)